ბეზოსი NASA-ს 2 მილიარდ დოლარს სთავაზობს

მილიარდერმა ბიზნესმენმა ჯეფ ბეზოსმა NASA-ს 2 მილიარდ დოლარამდე ხარჯების დაფარვა შესთავაზა, თუ მისი კომპანია Blue Origin მთვარის დაშვების მოდულის დამზადებაზე კონტრაქტს მიღებს. ამის შესახებ სააგენტო Reuters წერს.

NASA-სადმი მიწერილ წერილში აღნიშნულია, რომ ბეზოსის კომპანია Blue Origin ისწრაფვის, შექმნა მომავალი, რომელშიც მილიონობით ადამიანი კოსმოსში დედამიწის საკეთილდღეოდ იმუშავებს.

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კოსმოსში ამერიკის მომავლის განვითარების მიზნით, NASA მთვარეზე სწრაფად და საიმედოდ უნდა დაბრუნდეს“, - აღნიშნულია წერილში.