ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. 

„მიმდინარე კვირას ვაქცინის პირველი აცრა გავიკეთე და თავს მშვენივრად ვგრძნობ. მადლობას ვუხდი მეცნიერებს, კვლევების მონაწილეებს, მარეგულირებელ ორგანოებსა და ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლებს, ყველას, ვინც ამ ეტაპამდე მიგვიყვანა“, - დაწერა ბილ გეითსმა Twitter-ზე.