ბილ კლინტონი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი კალიფორნიის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ექიმებსა და პოლიტიკოსის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ტელეარხი CNN იუწყება.

კლინტონის ავადმყოფობა COVID-19-ს არ უკავშირდება. მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი სისხლის ინფიცირება იყო.

"ის საავადმყოფოში ინფექციით გადაიყვანეს. მას ანტიბიოტიკებით მკურნალობენ და ექიმების თქმით, ის მათზე დადებითად რეაგირებს", - აღნიშნულია არხის ინფორმაციაში.

კლინტონის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი "გამოჯანმრთელების გზაზეა".

უილიამ ჯეფერსონი (ბილ) კლინტონი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი 1993 წლიდან 2001 წლამდე პერიოდში იყო.