ბილი აილიში საკუთარ კონცერტზე ბეჭდის გარეშე დარჩა

17 წლის პოპულარულმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა Austin City Limits Music Festival-ის ფარგლებში კონცერტი გამართა.

სცენიდან მომღერალმა თაყვანისმცემელთა რიგებში გადაინაცვლა, სცენაზე დაბრუნების შემდეგ კი შენიშნა, რომ ერთ-ერთ თითზე ბეჭედი აღარ ეკეთა.

ვიღაცამ ბეჭედი მომპარა. აშკარად ჩემი ბრალია. იცოდე, კარგად შეინახე და გაუფრთხილდი", - მიმართა არტისტმა ქურდს.

მას შემდეგ კი, რაც მაყურებლებმა ერთხმად დაიწყეს სკანდირება - "დაუბრუნე!", არტისტმა მათი დამშვიდება სცადა:

"ბეჭდის დაბრუნების იმედი არ მაქვს. ამაზე ნუ იდარდებთ. ვისაც აქვს, გაუფრთხილდეს მაინც".