ბილი აილიშმა ახალი კლიპი გამოუშვა - VIDEO

მომღერალმა ბილი აილიშმა სიმღერაზე "Therefore I Am" კლიპი გამოუშვა, რომლის რეჟისორიც თავად არის. 5-წუთიან რგოლში ის ცარიელ სავაჭრო ცენტრში სეირნობს.

მოსალოდნელია, რომ ეს სიმღერა ბილი აილიში მომავალ ალბომში შევა, თუმცა მისმა ძმამ და პროდიუსერმა, ფინეას ო'კონელმა განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიის დასრულებამდე არ გამოვა.