ბილი აილიშმა უკულელეს დიზაინი შექმნა - PHOTO

უკულელე, რომლის დიზაინზე ბილი აილიშმა იმუშავა, გაყიდვაში გამოვიდა.

ინსტრუმენტი მომღერლის საფირმო სიმბოლო Blohsh-ის მონოგარამებითაა მორთული.

"უკულელე პირველი ინსტრუმენტია, რომელზეც დაკვრა ვისწავლე. სწორედ ასე დავიწყე მუსიკის წერა და მისი შექმნის ახალი მეთოდები აღმოვაჩინე, რომელიც მანამდე არასოდეს გამისინჯავს. უკულელე შემოქმედების სრულად განსხვავებულ სტილზე მიბიძგებს. უკულელეზე დაკვრის წესები მარტივია. საბოლოო ჯამში, სამი აკორდიც რომ იცოდეთ, ნებისმიერი მელოდიის დაკვრას შეძლებთ", - ამბობს ბილი.