ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ნაფტალი ბენეტი ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, მხარეებმა ისრაელისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე ისაუბრეს. ინფორმაციას Newsru.co.il ავრცელებს.
ამჟამად აშშ-სთან უვიზო რეჟიმით 39 ქვეყანა სარგებლობს. ახალი ადმინისტრაციის განცხადებით, მე-40 ქვეყანა ხორვატია გახდება.
გარდა ამისა, მხარეებმა ირანის საკითხი, კლიმატის ცვლილებები, რეგიონალური უსაფრთხოების თემები განიხილეს.
გავრცელებული ცნობით, ვაშინგტონში ნაფტალი ბენეტი აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს უნდა შეხვდეს. შეხვედრაზე ისინი ისრაელის არმიისთვის ახალი შეიარაღების, ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებსა და კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლას განიხილავენ.