ბლინკენმა სტოლტენბერგთან და ელიზაბეტ ტრასთან უკრაინის მოვლენები განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ელიზაბეტ ტრასთან სატელეფონო საუბარში უკრაინასთან დაკავშირებული ვითარება განიხილა სიტუაცია განიხილა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

"ბლინკენი მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის კოორდინირებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე შეთანხმდა, რათა კრემლის წინააღმდეგ დაწესდეს მძიმე შედეგები და დანაკარგები იმ შემთხვევაში, თუ რუსული მხარე უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაზე წავა", - აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, NATO-ს გენერალურ მდივანთან საუბარში მხარეებმა რუსეთის მიმართ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ორმხრივი მიდგომა განიხილეს და აღნიშნეს, რომ NATO რუსეთთან არსებითი დიალოგისთვის მზადაა, თუმცა, ამავდროულად, მოკავშირეების დასაცავად ერთიანობას ინარჩუნებს.