Bloomberg: ამერიკული სანქციები "ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის" მშენებლობას ვერ შეაჩერებს

ამერიკული სანქციები "ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის" მშენებლობას მხოლოდ შეაფერხებს, თუმცა ვერ შეაჩერებს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.

გამოცემის ინფორმაციით, სასანქციო რეჟიმი გავრცელდება გემებზე, რომლებიც როგორც "ჩრდილოეთ ნაკადი-2-ის", ასევე თურქული ნაკადის მშენებლობაში ჩართული, ასევე ადამიანებზე და ორგანიზაციებზე.

ამავდროულად, სააგენტოს ცნობით, აშშ-ს სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტებს სიების შესადგენად 60 დღე ექნებათ. შემდეგ კიდევ 30-დღიანი ვადა სიის ფიგურანტებს მიეცემა, რათა მათ პროექტებში მომდევნო ჩართულობის შესახებ მიიღონ გადაწყვეტილება.

სასანქციო პროექტი რესპუბლიკელმა სენატორმა ტედ კრუზმა და დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა მოამზადეს. ამერიკელი კანონმდებლები ვარაუდობენ, რომ თავდაცვის ბიუჯეტი 20 დეკემბრამდე იქნება მიღებული.