Blue Origin კოსმოსში ახალ ტურისტულ ფრენას აანონსებს

კერძო ამერიკული აეროკოსმოსური კომპანია Blue Origin, რომელიც ჯეფ ბეზოსს ეკუთვნის, მორიგ ტურისტულ კოსმოსურ ფრენას აანონსებს, რომელიც 12 ოქტომბერს იგეგმება.

ხომალდ New Shepard-ის ბორტზე კოსმოსში 4 ასტრონავტი, მათ შორის NASA-ს ყოფილი ინჟინეტი, კრის ბოშუეიზერი და კლინიკური კვლევების პლატფორმა Medidata Solutions-ის თანადამფუძნებელი გლენ დე ვრისი გაემგზავრებიან.

ეკიპაჟის კიდევ ორი წევრის ვინაობა უახლოეს მომავალში იქნება ცნობილი.

სტარტის პირდაპირი ტრანსლაცია BlueOrigin-ის ვებ-გვერდზე 16:30 UTC დაიწყება.