ფილმის "Going Electric" გადაღება, რომელიც ბობ დილანის ფოლკლორიდან როკზე გადასვლის შესახებ მოგვითხრობს, კორონავირუსის პანდემიის გამო გადავადდა. ამის შესახებ NME წერს.
”მე არ ვფიქრობ, რომ პროექტი მკვდარია, მაგრამ COVID-19 დროს მისი განხორციელება რთულდება, რადგან ყველა მოქმედება პატარა კლუბებში ხდება. იქ ბევრი ადამიანია იმ პერიოდის კოსტუმებით. საჭიროა ბევრი მუშაობა თმასთან და მაკიაჟთან”, - განაცხადა ფილმის ოპერატორმა, ფიდონ პაპამაიკლმა.
"Going Electric-ის" რეჟისორია ჯეიმს მენგოლდი. ჯერ კიდევ იანვარში ცნობილი გახდა, რომ ბობ დილანის როლს ტიმოთი შალამე შეასრულებს.