ბოიფრენდმა კლიჩკოს ყოფილს საცოლეს სცემა

მსახიობ ჰაიდენ პანეტიერის შეყვარებული ბრაიან ჰიკერსონი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ინციდენტი "ვალენტინობაზე", 14 თებერვალს მოხდა, თუმცა ამის შესახებ მედიამ მხოლოდ ახლახანს შეიტყო. ამის შესახებ E! News წერს.

მედიის ინფორმაციით, ჰიკერსონმა პანეტიერის მუშტი სახეში ჩაარტყა. დაკავებულმა კომენტარისგან თავი შეიკავა.

ჰაიდენ პანეტიერი სპორტმენის, ვლადიმერ კლიჩკოს ყოფილი საცოლეა. მათ 5 წლის ქალიშვილი ჰყავთ, რომელიც კლიჩკოსთან ცხოვრობს.