ბოლივიაში ავარიას 14 ადამიანი ემსხვერპლა

ბოლივიაში ავტობუსის ავარიას 14 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Pagina siete ავრცელებს.

ინციდენტი კოროპატა-ლა-პასის მაგისტრალზე მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსის სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა.

დაშავდა 19 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.