ბოლივიის პრეზიდენტს დინამიტი აუფეთქეს

ბოლივიის არჩეულ პრეზიდენტს ლუის არსეს თავს დაესხნენ და დინამიტი აუფეთქეს. თავდასხმა ქალაქ ლა-პასში პარტიის ოფისში შეხვედრის დროს მოხდა. ინფორმაციას დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება.

ბოლივიის საპრეზიდენტო არჩევნებში პარტია „მოძრაობა სოციალიზმისათვის“ კანდიდატმა გაიმარჯვა. ლუის არსე თანამდებობას ორ დღეში, 8 ნოემბერს დაიკავებს.