ბოლივუდის ვარსკვლავმა COVID-19 დაამარცხა

ინდოეთის ბოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავი, ამიტაბჰ ბაჩანი კორონავირუსისგან განიკურნა. ამის შესახებ BBC წერს.

გასულ თვეს 77 წლის მსახიობმა კორონავირუსზე დადებითი პასუხის შესახებ Twitter-ზე მილიონობით გამომწერს აცნობა. მაგრამ მან რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ საავადმყოფო დატოვა.

„არაჩვეულებრივი მედპერსონალის ზრუნვამ და მოვლამ, შესაძლებელი გახადა, ეს დღეც დამდგარიყო“, - დაწერა Twitter-ზე მსახიობმა.