ბორდოში ორი შენობა ჩამოინგრა, არიან დაშავებულები

საფრანგეთში, ბორდოში 21 ივნისის ღამეს, ერთდროულად ორი კორპუსი ჩამოინგრა. ინციდენტის შედეგად, სულ მცირე, 3 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ The Connexion ავრცელებს.

ცნობილია, რომ ერთ-ერთ შენობაში ადამიანები არ იმყოფებოდნენ, რადგან იქ რემონტი მიმდინარეობდა.

მეორე შენობაში 9 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან სამი დაშავდა. ერთი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაშია.

შენობების ჩამონგრევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.