ბორელმა და ბლინკენმა ისრაელსა და პალესტინას შორის ესკალაცია განიხილეს

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჟოზეპ ბორელმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ისრაელსა და პალესტინაში ძალადობის დასრულების გზები განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბორელმა Twitter-ის გვერდზე გაავრცელა.

"სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ვისაუბრეთ, თუ როგორ შეუძლია ევროკავშირსა და აშშ-ს, ერთობლივად შეიტანონ წვლილი ისრაელსა და პალესტინაში ძალადობის დასრულებასა და დაძაბულობის განმუხტვაში. ჩვენ ასევე გვჭირდება გრძელვადიანი ინიციატივები, რათა კონფლიქტის დინამიკა შევცვალოთ და აღვადგინოთ ყველასთვის მშვიდობიანი მომავალის პერსპექტივა", - განაცხადა ბორელმა.

ცნობილია, რომ 18 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართება, სადაც ისინი ისრაელსა და პალესტინელებს შორის მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.