ბორელმა სომხეთსა და აზერბაიჯანს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჟოზეპ ბორელმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო კონსულტაციები გამართა. ამის შესახებ ბორელმა "ტვიტერზე" დაწერა.

"ტელეფონით ვესაუბრე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზოჰრაბ მნაცაკანიანს და აზერბაჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელმარ მამედიაროვის. მხარეებს დაძაბულობის და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდე, მხარეებს შორის პირდაპირი კონტაქტები არის ძალიან მნიშვნელოვანი, აუცილებელია არსებითი მოლაპარაკებების განახლება, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით", - დაწერა ბორელმა.