ბორის ჯონსონი: ბრიტანეთმა ეპიდემიის პიკი გადალახა

დიდმა ბრიტანეთმა კოროვირუსის ეპიდემიის პიკი გაიარა, ამის შესახებ ქვეყნის გპრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, დაპირება განაცხადა. პრემიერი მომავალ კვირას მომავალ კვირას ანტიკრიზისულ გეგმას წარადგენს, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას სეუწყობს ხელს. 

”შემიძლია თამამად განავაცხადო, რომ მწვერვალი უკვე გადალახულია და ახლა დაღმართზე ვიმყოფებით”, - განაცხადა ჯონსონმა კოროანვირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ პირველად გამარულ პრესკონფერენციაზე.

”შემდეგ კვირას მე წარმოგიდგენთ დეტალურ გეგმას ეკონომიკის აღდგენისა და სკოლების გახსნის შესახებ", - დასძინაპრემიერ მინისტრმა.

ბორის ჯონსონმა, ამავე დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჯერჯერობით საკარანტინო ზომების გაუქმებასა ან შესუსტებაზე საუბარი ნაადრევია.