ბრიტანეთის პრემიერი ესექსში 39 ცხედრის აღმოჩენას ეხმაურება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ესექსში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს.

„ესექსში ამ ტრაგიკული ინციდენტით შეძრწუნებული ვარ. მე შსს-სგან ინფორმაციას რეგულარულად ვიღებ და ესექსის პოლიციასთან მჭიდროდ ვიმუშაბებ, რათა ზუსტად იყოს დადგენილი, რა მოხდა. ჩემი ფიქრები ამჟამად ყველა გარდაცვლილთან და მათ ახლობლებთანაა“, - წერს ჯონსონი „ტვიტერზე“.

ბრიტანეთის პოლიციამ სასექსის საგრაფოში, ქალაქ გრეისში, ინდუსტრიული პარკის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომობილში 39 ცხედარი აღმოაჩინა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. 25 წლის ირლანდიელი მძღოლი დაკავებულია.