ბორის ჯონსონი: ხარივით ჯანმრთელი ვარ

ბრიტანეთის პრემირ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ის COVID-19-ისგან განიკურნა და ხარივით ჯანმრთელია.

"მე ხარივით ჯანმრთელი ვარ. მე ახლა უფრო ჯანმრთელი ვარ, ვიდრე აქამდე ვიყავი, რადგან მე წონაში დავიკელი", - განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ჯონსონმა დასძინა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებამდე მისი სიმაღლე 1.78 იყო, წონა კი 112 კილოგრამი. თუმცა მან არ განმარტა, კონკრეტულად რამდენი კოლოგრამი დაიკლო.

პრემიერ-მინისტრი კორონავირუსით მარტში დაინფიცირდა და მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ჯონსონმა სამი დღე ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაატარა.

ეპიდემიის დასაწყისიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 441 482 ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 42 000 ადამიანი გარდაიცვალა.