ბორის ჯონსონმა და დონალდ ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა და აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  კოროვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად საერთაშორისო ძალისხმევის კოორდინაციის აუცილებლობაზე ტელეფონით ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის აპარატი ავრცელებს.

ბორის ჯონსონმა მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს ავად ყოფნის პერიოდში მოკითხვისათვის. ლიდერები შეთანხმდნენ პანდემიის შესახებ საერთაშორისო რეაგირების კოორდინაციის მნიშვნელობაზე, მათ შორის "დიდი შვიდეულის" საშუალებით, რომელსაც აშშ  თავმჯდომარეობს. 

მთავრობის მეთაურის ოფისში ასევე აღნიშნავენ, რომ ჯონსონმა და ტრამპმა ხაზი გაუსვეს ბრიტანეთ-ამერიკული ურთიერთობების განმტკიცების აუცილებლობას და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რაც შეიძლება დროულ გაფორმებას.