ბორის ჯონსონმა და მისმა საცოლემ საიდუმლოდ იქორწინეს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა საცოლეზე საიდუმლოდ იქორწინა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერი ქერი სიმონდსზე ვესტმინსტერის საკათედრო ტაძარში დაქორწინდა.

საქორწილო ცერემონია ახლო მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გაიმართა. ქვეყანაში არსებული  საკარანტინო შეზღუდვების გამო ცერემონიას  სულ 30-მდე სტუმარი ესწრებოდა. 

ქერი სიმონდსი და ბორის ჯონსონი 2019 წლიდან ერთად არიან.