ბორის ჯონსონმა და ემანუელ მაკრონმა ტელეფონით ისაუბრეს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა სატელეფონო საუბრისას ეპიდემიასთან ბრძოლაში ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

ბორის ჯონსონმა და ემანუელ მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნეს მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის საჭიროება COVID-19–ის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ორი ქვეყნის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ დიდი ბრიტანეთის მიერ ტურისტებისათვის დაწესებული 14 დღიანი სავალდებულო კარანტინის წესები საფრანგეთის მოქალაქეებზე არ გავრცელდება.