ბორის ჯონსონმა ექიმებს მადლობა გადაუხადა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ინტენსიური თერაპიის განყოფილების დატოვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და მკურნალ ექიმებს "სამაგალითო" ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრი სენტ-თომასის საავადმყოფოში 6 აპრილს მას გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მან ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ოთხი ღამე დაჰყო.

"შეუძლებელია გამოვხატო, მათი რაოდენ მადლობელი ვარ... მე მათ წინაშე სიცოცხლით ვარ დავალებული",- განაცხადა ბორის ჯონსონმა.

ბორის ჯონსონმა ინტენსიური განყოფილება 9 აპრილს, საღამოს დატოვა. პრემიერი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს, სადაც მისი გამოჯანმრთელების ადრეულ ეტაპს დააკვირდებიან. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და უკვე დამოუკიდებლად გადაადგილება შეუძლია.