ბორის ჯონსონმა ინტენსიური თერაპიის განყოფილება დატოვა

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, ბორის ჯონსონი ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანეს, სადაც მისი გამოჯანმრთელების ადრეულ ეტაპს დააკვირდებიან. ამის შესახებ განცხადებას CNN ავრცელებს. 

პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებით, ბორის ჯონსონი ძალიან კარგ განწყობაზეა.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს 27 მარტს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ხოლო, 6 აპრილს, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, პრემიერი ინტენსიური თერაპიის განოფილებაში გადაიყვანეს.