ბორის ჯონსონს კორონავირუსი აქვს - განახლებულია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კორონავირუსით დაინფიცირდა. ამის შესახებ თავად ჯონსონი "ტვიტერში" წერს.

"ბოლო საათის განმავლობაში მე მსუბუქი სიმპტომები განმივითარდა და ტესტი კორონავირუსზე დადებითია. მე თვითიზოლაციაში ვარ, თუმცა გავაგრძელებ სახელმწიფოს ხელმძღვანელობას ვიდეო-კონფერენციის გზით, იმ დროს, როდესაც ჩვენ ყველა ვირუსს ვებრძვით. ერთად ჩვენ ამას დავამარცხებთ", - წერს ჯონსონი "ტვიტერში".

"მას შემდეგ, რაც გუშინ პრემიერ-მინისტრს მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა, მას ინგლისის მთავარი ექიმის, კრის უიტის რჩევით, კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა. მან დადებითი შედეგი აჩვენა. მითითებების თანახმად, პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციას დაუნინგ-სტრიტზე ატარებს", - განაცხადეს პრემიერის ოფისში.