ბოსფორის სრუტეში მოძრაობა შეჩერებულია

ძლიერი ქარის გამო, ბოსფორის სრუტეში გემების მოძრაობა შეჩერებულია. ამის შესახებ თურქეთის სანაპირო დაცვის სამმართველოს წარმომადგენელმა განაცხადა.

"ძლიერი ქარის გამო სრუტე ორივე მიმართულებით გადაკეტილია“, - განაცხადა წყარომ.

ამასთან, ის ვერ ასახელებს დროს, როდის აღდგება მოძრაობა სრუტეში.

ტელეკომპანია NTV ცნობით, ამავე მიზეზით თურქეთის ავიახაზების ექვსმა თვითმფრინავმა სტამბოლში დაჯდომა ვერ შეძლო და ანკარასა და იზმირში გადამისამართდა.