ბოსნია და ჰერცეგოვინის პრემიერს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბოსნია და ჰერცეგოვინის პრემიერ-მინისტრი ზორან ტეგელტია COVID-19-ის დაინფიცირდა. ამის შესახებ მინისტრთა კაბინეტმა განაცხადა.

ტეგელტია ამ დროისათვის საკუთარ სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და კორონავირუსის მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება.  

ბოსნია და ჰერცეგოვინაში კორონავირუსს 1,457 ადამიანი ემსხვერპლა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 59,427-ს აღწევს.