ბრაიან ადამსი კორონავირუსით ერთ თვეში მეორედ დაინფიცირდა

ცნობილი კანადელი მომღერალი, ბრაიან ადამსი კორონავირუსით ერთ თვეში მეორედ დაინფიცირდა. ამის შესახებ მან "Instagram-ზე" დაწერა.

"მილანში ახლახან ჩავედი. ერთ თვეში მეორედ აღმოვჩნდი კოვიდზე დადებითი. საავადმყოფოში მივდივარ. გმადლობთ მხარდაჭერისთვის“, - წერს მომღერალი თავის "Instagram-ზე" და აქვეყნებს კადრებს, სადაც ის საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანით მიდის.

The Hollywood Reporter-ის ცნობით, მუსიკოსმა ოქტომბრის ბოლოს განაცხადა, რომ მას COVID-19 დაუდასტურდა და დაავადება სიმპტომების გარეშე განიცადა.

მუსიკოსს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალებზე არ უსაუბრია. ასევე არ არის ინფორმაცია, აცრილია ის თუ არა.