ბრაზილია COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა

ბრაზილია ახალი კოროვირუსის ინფექციით დაავადებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს. ამის შესახებ განცხადება ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ქვეყნდება.

კოროვირუსის ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ბრაზილიაში 330 ათასს მიაღწია.

გასული დღის განმავლობაში ბრაზილიაში ინფიცირებულთა რიცხვი 20 803-ით გაიზარდა.

დაღუპულთა რიცხვი ბოლო 24 საათში 1,001-ით გაიზარდა და 21,048-ს აღწევს.