ბრაზილიამ 2 ვაქცინა დაამტკიცა და ვაქცინაცია დაიწყო

ბრაზილიის მედიკამენტების ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანომ Anvisa-მ ქვეყანაში ორი კომპანიის - AstraZeneca-სა და Sinovac-ის მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა. ვაქცინები ქვეყნის 27 შტატში გავრცელდება. ვაქცინაციის პროცესი ბრაზილიაში დღეიდან დაიწყო. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

პირველი აცრა ჩინური ვაქცინა CoronaVac-ით სან-პაულოში 54 წლის მედდას, მონიკა კალაზანსის გაუკეთეს.

ქვეყანა, რომელიც ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიო სამეულშია, პანდემიის მეორე უმძიმეს ტალღას ებრძვის. ვირუსის გავრცელების საერთო რაოდენობა, 8,456,705-ს, დაღუპულთა რაოდენობამ კი 209 000-ს გადააჭარბა.