ბრაზილიაში 24 საათში COVID-19-ის 12 247 შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 12 247 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 526 447-მდე გაიზარდა.

ვირუსის გავრცელების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, აშშ-ის შემდეგ.

კორონავირუსისგან დაიღუპა 29 937 ადამიანი, მათ შორის, 623 ადამიანი გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა.