ბრაზილიაში 24 საათში COVID-19-ის 26,928 შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 26,928 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 468,338-მდე გაიზარდა.

ვირუსის გავრცელების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, აშშ-ის შემდეგ.

კორონავირუსისგან უკვე დაიღუპა 27,944. ადამიანი, მათ შორის, 1,124 ადამიანი გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 193,181 პაციენტი.