ბრაზილიაში 24 საათში COVID-19-ის 33,274 შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 33,274 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 498,440-მდე გაიზარდა.

ვირუსის გავრცელების რაოდენობით ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, აშშ-ის შემდეგ.

კორონავირუსისგან დაიღუპა 28,834 ადამიანი, მათ შორის, 956 ადამიანი გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა. გამოჯანმრთელდა 200 ათასამდე პაციენტი.