ბრაზილიაში 24 საათში COVID-19-ით 1 239 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 30 412 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 808 828 -მდე გაიზარდა.

კორონავირუსით 40 919 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 1 239 პაციენტი გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა.

ბრაზილია ვირუსის გავრცელების მიხედვით, მერე ადგილზეა აშშ-ის შემდეგ და მესამე ადგილზეა, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის შემდეგ, ლეტალური შემთხვევების თვალსაზრისით.