ბრაზილიაში 24 საათში COVID-19-ით 30 830 ადამიანი დაინფიცირდა

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 30 830 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 645 771-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით 35 026 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 1 005 პაციენტი გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა.

გამოჯანმრთელდა 302,084 პაციენტი.