ბრაზილიაში 24 საათში COVID-19-ით 612 ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 17 110 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 867 624-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით 44 332 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 612 პაციენტი გასული 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა.