ბრაზილიაში COVID-19-ით 400 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 400 000-ს გადააჭარბა და მათი რიცხვი კვლავ იზრდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

"ბოლო 24 საათის განმავლობაში ბრაზილიაში კორონავირუსით 3 001 ადამიანი გარდაიცვალა და საერთო რაოდენობამ 401 186-ს მიაღწია", - ნათქვამია განცხადებაში.

გამოცემის ცნობით, ქვეყანაში ბოლო დღის განმავლობაში 69,389 ინფიცირების ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 14,590,678 შეადგინა.

"ბრაზილიისთვის აპრილი იყო თვე ყველაზე საშინელი პერიოდი, რადგან COVID-19-ით ყველაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა", - განაცხადა ქვეყნის ოფიციალურმა პირმა.