ბრაზილიაში COVID-19-ით ერთ დღეში 54 771 ადამიანი დაინფიცირდა

ბრაზილიაში 24 საათში COVID-19-ით 1 200 ადამიანი გარდაიცვალა და 54 771 ადამიანი დაინფიცირდა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 032 913-მდე გაიზარდა. კორონავირუსით სულ 48 954 ადამიანი დაიღუპა.

გამოჯანმრთელდა 520 360 პაციენტი.