ბრაზილიაში კანიონის ჩამონგრევას 10 ადამიანი ემსხვერპლა

 ბრაზილიაში, რომ მინას-ჟერაისის შტატში კანიონის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. ინფორმაციას Associated Press ბრაზილიის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შტატის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დაღუპულთა იდენტიფიცირებას ცდილობდნენ.

ცნობისთვის, 9 იანვარს ბრაზილიაში კანიონი ჩამოიშალა. 7 ცხედარი ადგილზევე იპოვეს, სამის სამძებრო ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.