ბრაზილიაში შეიარაღებული პირები კიდევ ერთ ქალაქს დაესხნენ თავს

ბრაზილიის პარას შტატის ქალაქ კამეტას შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Folha de S. Paulo ავრცელებს.

ბოროტმოქმედებმა პოლიციის შენობებს ალყა შემოარტყეს და მძევლები აიყვანეს. მათ ქალაქში ბანკის ერთ-ერთი ფილიალი ააფეთქეს. ამის შემდეგ მათ ცეცხლი გახსნეს და 140-ათასიან მოსახლეობაში პანიკა დათესეს.

წინა დღეს 20 შეიარაღებული პირი ბრაზილიის ქალაქ კრისიუმს დაესხნენ თავს.