ბრაზილიაში თოვლი მოვიდა

ბრაზილიის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში თოვლი მოვიდა. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო პორტალი G1 იუწყება.

მედიის ცნობით, რიო გრანდე დუ სულის შტატის 13 ქალაქში მოთოვა. ზოგიერთ რაიონში იყო სეტყვაც. 

მეტეოროლოგების აზრით, ბრაზილიაში უახლოეს დღეებში  დაბალი ტემპერატურა და თოვლის სახით ნალექია მოსალოდნელი. მოსალოდნელია , რომ ტემპერატურა -10 გრადუსამდე დაეცემა.