ბრაზილიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მინას-ჟერაისის შტატში, ძლიერმა წვიმამ მეწყერები და წყალდიდობა გამოიწვია. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, სულ მცირე, 15 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან.

28 000-ზე მეტმა მაცხოვრებელმა სახლები დატოვა.

კერძოდ, ქალაქ ჰუატუბაში მდინარე ადიდდა და მთელი საცხოვრებელი კვარტლები დატბორა.

ამჟამად შტატში კატასტროფა 36 კაშხალს ემუქრება.