ბრაზილიაში თვითმფრინავის ჩამოვარდას საფეხბურთო კლუბის წევრები ემსხვერპლნენ

ბრაზილიაში მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლითაც საფეხბურთო კლუბ Palmas Football Club & Regatas-ის მოთამაშეები მგზავრობდნენ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ბორტზე მყოფი 6 პირი გარდაიცვალა.

თვითმფრინავში სულ ოთხი ფეხბურთელი, კლუბის პრეზიდენტი და პილოტი იმყოფებოდნენ. 

ადგილობრივი გამოცემების ცნობით, მოთამაშეები საფეხბურთო მატჩის გასამართად მიემგზავრებოდნენ.

ამ დროისათვის, თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზები უცნობია.