ბრაზილიაში უნიკალური კინოარქივი დაიწვა

სან-პაულუში ბრაზილიის მთავარ კინოარქივში Cinemateca Brasileira ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას გამოცემა Globo ავრცელებს.

სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ არ ვრცელდება.

ცეცხლის ჩაქრობას 11 სახანძრო მანქანა ცდილობს.

ბრაზილიის კინოარქივი 74 წლისაა და უნიკალურ მასალებს შეიცავს. არსებობის ისტორიაში ხანძარი აქ უკვე 4-ჯერ, ბოლოს 2016 წელს გაჩნდა. მაშინ ცეცხლმა 500 ნამუშევარი გაანადგურა.