ბრაზილიელმა ლატარიაში მოგებული 28.5 მილიონი დოლარი არ აიღო

ბრაზილიაში ლატარიის ბილეთის მფლობელი სან პაულოდან Caixa Economica Federal-ის ფილიალში არ გამოცხადდა. 

მან საახალწლო ლატარიაში 28.5 მილიონი დოლარი მოიგო, თუმცა მასზე უფლება უკვე დაკარგა.

ოფიციალური პირების თქმით, ეს არის ყველაზე დიდი პრიზი, რაც ოდესმე გათამაშებულა. ლატარიის მფლობელმა გამოიცნო 6 რიცხვის კომბინაცია 25-35-41-17-20-42. 

გათამაშების წესების თანახმად, გამარჯვებულს 90 დღე ჰქონდა განსაზღვრული, რომ საკუთარი პრიზი აეღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხა უმაღლესი განათლების დაფინანსების ფონდში გადაირიცხება.