ბრაზილიის პრეზიდენტმა ვაქცინაციაზე უარი განაცხადა

ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ COVID-19–ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარი განაცხადა. 

პრეზიდენტის განცხადებით, იგი იქნება "ბოლო ბრაზილიელი", რომელიც ვაქცინას გაიკეთებს.

"ვუყურებ ახალ კვლევებს, მე უკვე მაქვს იმუნიზაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რატომ უნდა მივიღო ვაქცინაცია?", - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

ბოლსონარუ ასევე მკაცრად ეწინააღმდეგება ვაქცინაციის სავალდებულოობას.

ბრაზილიის 213 მილიონი ადამიანიდან თითქმის 100 მილიონი სრულად არის აცრილი, ხოლო კიდევ 50 მილიონი  პირველი დოზით აიცრა.