ბრაზილიის სანაპიროსთან თვითმფრინავი გაუჩინარდა

ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან მცირე ზომის თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. ინფორმაცია CNN Brasil ავრცელებს.

თვითმფრინავი, რომლის ბორტზე სამი ადამიანი იმყოფებოდა, კამპინასიდან რიო-დე-ჟანეიროს მიმართულებით მიფრინავდა, მაგრამ უბატუბასა და პარატის რაიონში რადარებიდან გაქრა.

მეორე პილოტის მშობლების თქმით, თვითმფრინავი გაუმართავი იყო.

ამჟამად სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სავარაუდოდ, თვითმფრინავი ზღვაში ჩავარდა, ან ავარიული დაშვება განახორციელა.