ბრედ პიტი დევიდ ლიტჩის ახალ ფილმში ითამაშებს

მსახიობი ბრედ პიტი ახალ ფილმში "Bullet Train" ("ჩქაროსნული მატარებელი") მთავარ როლს შეასრულებს. მისი რეჟისორი "ფორსაჟი: ჰობსის და შოუსა" და "დედპულის" შემქმნელი დევიდ ლიტჩი იქნება.

ფილმის სიუჟეტი იაპონელი მწერლის, კოტარო ისაკის რომანი-მანგა "Maria Beetle-ზე" იქნება აგებული.

გამოცემა Deadline-ის ინფორმაციით, რომანი 5 დაქირავებულ მკვლელზეა დაწერილი, რომლებიც ერთ-ერთ ჩქაროსნულ მატარებელში ერთად აღმოჩნდებიან.

ფილმის გადაღებები შემოდგომაზე დაიწყება. პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.